Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება
ambebi.ge
26 June 2016, 23:20
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა იწყება. ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის ღონისძიებას ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტი სანი შენერი, "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. "ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აეროპორტის გაფართოების საჭიროება მგზავრთა ნაკადის ზრდამ გამოიწვია, ვინაიდან 2015 წელს მგზავრთა რაოდენობამ 1 800 000 გადააჭარბა. ახალი მოფრენის ტერმინალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უკვე 2017 წლის ბოლოდან მოემსახურება. ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვ. მ. იქნება და მშენებლობაზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი